აქცია თამარის დასახლებაში

21 თებერვალი 2024, 18:02 909 ნახვა

თამარის დასახლებაში მცხოვრებლები მიმდებარედ მშენებარე ობიექტს აპროტესტებენ. ირწმუნებიან, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე საბავშვო გასართობი სივრცის მოწყობის დაპირება მიიღეს, თუმცა რეკრეაციული ზონა მოშორებით მოეწყო, რაც მათი თქმით, ბავშვებისთვის მოუხერხებელია.

ადგილზე კერძო ობიექტის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, იყო სიტყვიერი დაპირისპირება. 

ადგილზე იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. მოსახლეობა აქციებს აანონსებს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი