შეერთებულმა შტატებმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელიც ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვდა, ვეტო მესამედ დაადო და გადაწყვეტილების მიზეზად ის დაასახელა, რომ რეზოლუცია ძირს უთხრის მძევლების გათავისუფლების შეთანხმებაზე მიმდინარე მოლაპარაკებებს.
”ნებისმიერმა ქმედებამ, რომელსაც ეს საბჭო ახლა მიმართავს, ხელი უნდა შეუწყოს და არა შეაფერხოს ეს მგრძნობიარე მიმდინარე მოლაპარაკებებს და მიგვაჩნია, რომ რეზოლუცია, რომელიც ახლა მაგიდაზე დევს, რეალურად უარყოფითად იმოქმედებს ამ მოლაპარაკებებზე. ცეცხლის დაუყოვნებელი უპირობო შეწყვეტის მოთხოვნა შეთანხმების გარეშე, რომელიც „ჰამასს“ მძევლების გათავისუფლებას მოსთხოვს, არ მოიტანს გრძელვადიან მშვიდობას. ამის ნაცვლად, მან, შესაძლოა, გაახანგრძლივოს ბრძოლა „ჰამასსა“ და ისრაელს შორის“, - განაცხადა გაერო-ში აშშ-ის ელჩმა, ლინდა თომას-გრინფილდმა.
აშშ ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელიც ალჟირის მიერ წარდგენილი რეზოლუციის დამტკიცების წინააღმდეგი წავიდა, გაერთიანებულმა სამეფომ თავი შეიკავა, 13 ქვეყანამ კი მხარი დაუჭირა.