საგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველი-მერვე კლასის მოსწავლეთა სამედიცინო პროფილაქტიკური შემოწმება დაიწყო. “ავადობის აქტიური გამოვლენა სამიზნე ჯგუფში” ამ პროგრამის განხორციელების ხელშეწყობისთვის აჭარის ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროს შორის გაფორმდა მემორანდუმი. რომლის ფარგლებშიც აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მოსწავლეები ექიმების კონსულტაციას მთელი წლის განმავლობაში მიიღებენ. სამიზნე ჯგუფში 35 558 მოსწავლე ერთიანდება.