საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრმა ირაკლი ჩხეიძემ სოფიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მცირე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩხეიძემ ატაცში 174 კილოგრამი დააფიქსირა, აკვრაში კი 212 და ბრინჯაო სწორედ მეორე მოძრაობაში მოიპოვა. საერთო ჩათვლაში ჩხეიძის მონაგარი 386 კილოგრამი გახლდათ და ეს ევროპირველობაზე მეხუთე შედეგი აღმოჩნდა.
მეორე ქართველმა ძალოსანმა ზაზა ლომთაძემ ატაცში 167, აკვრაში კი 203 კილოგრამი დააფიქსირა და მეხუთე ადგილზე გავიდა. დებიუტი ჰქონდა ევროპის ჩემპიონატზე 17 წლის მარიამ მურღვლიანს, რომელმაც ატაცში 97 კილოგრამი დააფიქსირა, აკვრაში 121 კილოგრამი დაძლია და მეათე ადგილი დაიკავა.
დღეს მედლებისთვის ანასტასია გოტფრიდი, ბაქარ თურმანიძე და ლაშა ტალახაძე იბრძოლებენ.