ტურიზმის სფეროში დასაქმებულები პრობლემების მოსაგვარებლად სახელმწიფოს მიმართავენ

19 თებერვალი 2024, 14:22 419 ნახვა

საქართველოში ტურიზმის სექტორში დასაქმებულები სფეროში არსებულ პრობლემებზე საუბრობენ. მათ თქმით, ტურიზმის შესახებ კანონში კანონქვემდებარე აქტებზე მუშაობა უნდა დაჩქარდეს რადგან, რეგისტრირებული და არარეგისტრირებული უცხოური კომპანიები და გიდები პრობლემებს ქმნიან ტურიზმის სფეროში.

მიზეზად გიდების დაბალ კვალიფიკაციას, საქართველოს ისტორიის არ ცოდნას, სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების თავის არიდებას ასახელებენ.

ქართული ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები უცხოური გიდებისთვის საქმიანობის შეზღუდვას ითხოვენ.

გარდა ამისა, სახელმწიფოსგან მოითხოვენ, ევროპული ქვეყნების პრაქტიკის გათვალისწინებას, სადაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ტურიზმის სექტორში საქმიანობა შეზღუდული აქვთ.  

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი