ქართველი კარატისტების წარმატება „ოიამას თასზე“

19 თებერვალი 2024, 13:22 429 ნახვა

ბარსელონაში დასრულდა საერთაშორისო ტურნირი კონტაქტურ კარატეში „ოიამას“ თასი, სადაც წარმატებით იასპარეზა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა. ტურნირი, რომელშიც რვა ქვეყნის სპორტსმენები მონაწილეობდნენ, ორ - 18 წლამდე და დიდების კატეგორიაში გაიმართა.

18-წლამდელებში ლუკა მგელაძე, ლუკა სურმანიძე და დიმიტრი მსხალაძე ჩემპიონენი გახდნენ, ხვიჩა ქურდობაძემ კი მეორე ადგილი დაიკავა.

დიდების კატეგორიაში ოქროს მედლები დათა ფუტკარაძემ და დავით მსხალაძემ მოიპოვეს, მინდია მგელაძე ვიცე-ჩემპიონი გახდა, ლაშა შანთაძე კი ბრინჯაოს დასჯერდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში