ალექსეი ნავალნის გარდაცვალების გამო ევროკავშირი სანქციების დაწესებას განიხილავს

19 თებერვალი 2024, 13:10 295 ნახვა

რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის გარდაცვალების გამო ევროკავშირი სანქციების დაწესებას განიხილავს - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე მედიასთან განაცხადა.

ბორელის განმარტებით, მინისტერიალს დაესწრება ალექსეი ნავალნის მეუღლე, იულია ნავალნაია.

"წევრი სახელმწიფოები აუცილებლად წარადგენენ სანქციებს პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, მთავარი პასუხისმგებლობა თავად პუტინს ეკისრება. ჩვენ შეგვიძლია რუსეთის სასჯელაღსრულების სისტემის ინსტიტუციურ სტრუქტურას ჩავუყვეთ, თუმცა არ დაგავიწყდეთ, სინამდვილეში, ვინ არის პასუხისმგებელი ნავალნის სიკვდილზე“, - განაცხადა ბორელმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი