იანვარში ადგილობრივი ექსპორტი 38.9 პროცენტით შემცირდა - საქსტატი

19 თებერვალი 2024, 11:54 377 ნახვა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის იანვარში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 338.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 26.2 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

საქსტატის ცნობით, ადგილობრივი ექსპორტი, რეექსპორტის გარეშე, მთლიანი ექსპორტის 46.7 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით, 38.9 პროცენტით შემცირდა და 158.2 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

ამასთან, უწყების ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის იანვარში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 76.7 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან რუსეთი – 33.7 მლნ. აშშ დოლარით, თურქეთი – 26.3 მლნ. აშშ დოლარითა და ჩინეთი – 17.9 მლნ. აშშ დოლარით.

უწყების ინფორმაციით, 2024 წლის იანვარში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ფეროშენადნობები არის წარმოდგენილი 19.4 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 12.3 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 18.0 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები იკავებს 14.1 მლნ. აშშ დოლარით.

მათივე ცნობით, 2024 წლის იანვარში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.8 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეულში პირველ ადგოლს ყირგიზეთი იკავებს – 46.2 მლნ. აშშ დოლარით, მეორე ადგილზეა რუსეთი – 41.6 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე აზერბაიჯანი – 40.9 მლნ. აშშ დოლარით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი