იმის მიუხედავად, რომ საქართველოს ტურისტული მაჩვენებლები 2023 წელს პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით 80%-ით აღდგა, ქვეყანა მცირედით მაინც ჩამორჩება გლობალური ტურიზმის აღდგენის დინამიკას. კვლევითი და საინვესტიციო კომპანია ამ მოცემულობას რეგიონში არასტაბილური გეოპოლიტიკური მდგომარეობით ხსნის. ამავე დოკუმენტით ვიგებთ, რომ წლის ბოლოს ტურისტები ნაკლებად ჩამოდიოდნენ ისრაელიდანაც, საიდანაც მანამდე ყველაზე ხშირად სტუმრობდნენ ჩვენს ქვეყანას.