პრეზიდენტი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობს

16 თებერვალი 2024, 18:13 453 ნახვა

ალექსეი ნავალნის ხსოვნას პატივი მიაგეს მიუნხენის მესამოცე კონფერენციაზე, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის ლიდერთან ერთად ესწრება სალომე ზურაბიშვილიც, რომელიც რუსი ოპოზიციონერის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. ,,ალექსეი ნავალნის სიკვდილი ტრაგედიაა ყველა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დამცველებისთვის. ვუსამძიმრებ მის ოჯახს“-წერს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც როგორც უკვე გითხარით ცოტა ხნის წინ მივიდა კონფერენციაზე, რომელსაც ასევე ესწრება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრიც. და რატომ არ წავიდა ღონისძიებაზე ახალი პრემიერ-მინისტრი? ეს იყო დღეს ერთ-ერთი მთავარი კითხვა რომელიც ისმოდა პოლიტიკოსებისგან, ძირითადად ოპოზიციური ფლანგიდან. მიაჩნიათ, რომ ირაკლი კობახიძემ ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა ესაუბროს მსოფლიო ლიდერებს, რაც იყო ახალი შესაძლებლობა საქართველო იყოს გლობალური დღის წესრიგის ნაწილი.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი