ევროკავშირი ალექსეი ნავალნის ტრაგიკულ გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას რუსეთის რეჟიმს აკისრებს - შარლ მიშელი

16 თებერვალი 2024, 16:27 395 ნახვა

ევროკავშირი ალექსეი ნავალნის ტრაგიკულ გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას რუსეთის რეჟიმს აკისრებს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი წერს.

როგორც მიშელი წერს, ნავალნიმ თავისი იდეალებისთვის უმაღლესი მსხვერპლი გაიღო.

"ალექსეი ნავალნი იბრძოდა თავისუფლებისა და დემოკრატიის ღირებულებებისთვის. თავისი იდეალებისთვის მან უმაღლესი მსხვერპლი გაიღო. ევროკავშირი ამ ტრაგიკულ გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას რუსეთის რეჟიმს აკისრებს. ღრმა სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს და ყველას, ვინც უბნელეს პირობებში იბრძვის დემოკრატიისთვის მთელ მსოფლიოში, თუმცა ბრძოლა თავისუფლებისთვის არასდროს მთავრდება“, - წერს შარლ მიშელი.

ცოტა ხნის წინ რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი