,,ბათუმი ავარიული სახლების გარეშე” პროგრამის ფარგლებში მიმდინარე მშენებლობებს თორნიკე რიჟვაძე გაეცნო

15 თებერვალი 2024, 18:06 534 ნახვა

,,ბათუმი ავარიული სახლების გარეშე” პროგრამის ფარგლებში მიმდინარე მშენებლობებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქალაქის მერთან ერთად გაეცნო. მთავრობის ინფორმაციით, კვინიტაძისა და გრიშაშვილის ქუჩებზე საცხოვრებელი ფართები 120 ოჯახზეა გათვალისწინებული. ამ ეტაპზე მშენებლობა და გამაგრება-რეაბილიტაცია მიმდინარეობს 9 მისამართზე და უკვე დასრულდა 12 მისამართზე. ,,ბათუმი ავარიული სახლების გარეშე “ პროგრამის განხორციელების შედეგად 3000-ზე მეტი ოჯახისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემო შეიქმნება. მოსახლეობას ბინები სრულად გარემონტებულ მდგომარეობაში გადაეცემა. ავარიული სახლების პროგრამის განხორციელებისთვის 100 მილიონი ლარი დაიხარჯება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი