მყარი ნარჩენების მართვა საქართველოში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. გამონაკლისი არც აჭარის რეგიონია, სადაც ერთ-ერთი წამყვანი სფერო ტურიზმია.
სწორედ ამ სექტორის და ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოების წარმომადგენლებთან იმართება შეხვედრა ბათუმში ამ წუთებში.
ერთ-ერთი მიზანი კი მომსახურების სფეროში მყარი ნარჩენების სეპარირებაა.