7 წლიანი პატიმრობის შემდეგ დეკანოზი გიორგი მამალაძე თავისუფალია, იგი ქობულეთში საკუთარ სახლში გვაინ ღამით რეანომობილით ჩამოიყვანეს

15 თებერვალი 2024, 10:10 405 ნახვა

7 წლიანი პატიმრობის შემდეგ დეკანოზი გიორგი მამალაძე თავისუფალია. მამალაძე პირობით ვადაზე ადრე ე.წ. „უდოს“ კომისიის გადაწყვეტილებით გათავისუფლდა. მამალაძე ქობულეთში საკუთარ სახლში გვიან ღამით რეანომობილით ჩამოიყვანეს. მას ოჯახის წევრები დახვდნენ, რა დროსაც მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა.

გიორგი მამალაძემ მადლობა გადაუხადა გულშემატკივრებს და ყველას, ვინც მის საქმესთან დაკავშირებით წლების განმავლობაში დაინტერესებული იყო. ისაუბრა მეუფე დიმიტრის შესახებაც და  თქვა, რომ ელოდებოდა მის დახვედრას. თქვა, რომ მისი დაკავება უსამართლობაა, მთავარი გეგმა კი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორებაა.

სასულიერო პირის ძმამ განაცხადა, რომ დეკანოზის უდანაშაულობის დასამტკიცებლად ბრძოლა  გაგრძელდება.

შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წელს თბილისის აეროპორტში დააკავეს. ის სამივე ინსტანციის სასამართლომ შურისძიების მოტივით ციანიდის გამოყენებით პატრიარქის მდივან-რეფერანაის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში  დამნაშავედ ცნო და 9-წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში