უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმის შემდეგ რუსული სადესანტო გემი ჩაიძირა. ხომალდ „ცეზარ კუნიკოვისგან“ ზღვაში მხოლოდ „ზეთოვანი ლაქა“ დარჩა. ასე შეატყობინა რუსმა მფრინავმა სარდლობას გემის განადგურების შესახებ, რომელმაც გემის ჩაძირვის ადგილის ვიზუალური დათვალიერება განახორციელა. შავ ზღვაში რუსული სადესანტო გემის „ცეზარ კუნიკოვის“ ჩაძირვის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დუმს, კომენტარზე უარს ამბობს კრემლიც. ვნახოთ რეპორტაჟი