ქობულეთში სოფელ ჭახათსა და აჭყვისთავში ეკალ-ბარდი იწვის

14 თებერვალი 2024, 19:30 818 ნახვა

ქობულეთის სოფელ აჭყვისთავსა და ჭახათში ეკალ-ბარდი და ჩაის პლანტაციები იწვის. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები იმყოფებიან და მიმდინარეობს ხანძრის კერების ლოკალიზება.

როგორც სოფელ ჭახათში ქობულეთის მერის წარმომადგენელი ამბობს, ხანძრის კერების შესახებ შეტყობინება დაახლოებით 17:00 საათზე მიიღეს. როგორც სოფლის წარმომადგენელი გვეუბნება, ხანძრის კერები სოფელ ნათადიარის დასახლებაში გაჩნდა.

მისივე განმარტებით, ცეცხლი დასახლებული პუნქტიდან მოშორებითაა. ხანძარი ძირითადად ხმელ ეკალ-ბარდს უკიდია.

ხანძრის ქრობის პროცესი მიმდინარეობს სოფელ ჭახათის ტყეში სადაც ქობულეთის, იმერეთის და ბათუმის სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟების გამოძახება გახდა საჭირო.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გვიდასტურებენ სოფელ ჭახათსა და აჭყვისთავში ხანძრის კერების დიდი ნაწილი ამ დროისთვის სრულად ლოკალიზებულია და ამჟამად მიმდინარეობს მხლოდ მცირე კერების ქრობის პროცესი. ცეცხლი დასახლებული პუნქტებიდან მოშორებით მდებარეობს და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ცეცხლი ხმელ ბალახს და ეკალ-ბარდს გაუჩნდა. ზუსტი მიზეზი თუ რა გახდა ხანძრის გამომწვევი ამდრომდე უცნობია.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი