ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ ირაკლი მხეიძე დაინიშნა

14 თებერვალი 2024, 13:34 382 ნახვა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა თანამშრომლებს ახალი მოადგილე ირაკლი მხეიძე წარუდგინა - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით. ირაკლი მხეიძე თამილა ბარკალაიას შეცვლის. ზურაბ აზარაშვილმა თამილა ბარკალაიას, რომელიც მინისტრის მოადგილის თანამდებობას შვიდი წლის განმავლობაში იკავებდა, ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი მხეიძე სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის პოზიციას იკავებდა. მანამდე კი, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ხელმძღვანელობდა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი