ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ბორჯომში, სოფელ ლიბანში რეგისტრირებულ სახერხ საამქროში უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის გადამუშავების ფაქტი გამოავლინეს.
მათივე ცნობით, საამქროს შიდა პერიმეტრსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ხუთ კუბურ მეტრამდე წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი იქნა აღმოჩენილი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სახერხი საამქრო დალუქეს, ხოლო უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე გადატანილია ახალციხის საქმიან ეზოში. საქმის მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით, გადაიგზავნება შესაბამის რაიონულ სასამართლოში.