წინასწარი ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ რუსეთმა გასულ კვირას კიევს ჰიპერბგერითი რაკეტით “ცირკონი“ დაარტყა, რომელიც თითქმის ორწლიანი ომის განმავლობაში პირველად გამოიყენა - განაცხადა კიევის სასამართლო ექსპერტიზის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა ალექსანდრე რუვინმა და აღნიშნა, რომ ეს უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის ახალ გამოწვევას წარმოადგენს.
სამხედრო ანალიტიკოსების თქმით, ცირკონის ჰიპერბგერითი სიჩქარე საჰაერო თავდაცვაზე რეაქციის დროის მნიშვნელოვნად შემცირებას იწვევს.