ბათუმში სოციალური საწარმო გაიხსნა. ,,სოციუმი’’ წარმოდგენილია მცირე კაფე-მაღაზიის ფორმატით, სადაც ადგილობრივი მეწარმეების პროდუქცია/ნაწარმია განთავსებული. საწარმოს მიზანია ხელი შეუწყოს სოფლად მცხოვრები მეწარმეების პროდუქციის წარმოჩენას, სარეალიზაციო ბაზრებთან და პოტენციურ მომხმარებლებთან კავშირების დამყარებას. საზოგადოებრივი დანიშნულების მრავალმხრივ სივრცეში მეწარმეებისთვის ჩატარდება სხვადასხვა მიმართულებით არაფორმალური განათლების და ბიზნესის განვითარების ტრენინგები, სემინარები და მასტერკლასები. სოციალური საწარმო საგრანტო პროგრამის ‘’უნარები დასაქმებისა და თანამშრომლებისთვის - პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის’’ ფარგლებში დაფუძნდა.