ვითარება გზებზე აჭარის მაღალმთიანეთში

12 თებერვალი 2024, 20:13 580 ნახვა

მაღალმთიან აჭარაში ადგილობრივი მნიშვნელობის და შიდა სასოფლო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ძირითად მიმართულებებზე ამ ეტაპზე დასრულებულია.დარჩენილ მონაკვეთებზე გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.როგორც აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი ამბობს, დარჩენილი მონაკვეთების გაწმენდა უახლოეს დღეებში დასრულდება.ხულოში კი ამ დროისთვის რამდენიმედღიანი ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ათეულობით მიმართულებაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.ყველა დამეწყრილი მიმართულება კი ეტაპობრივად გაიხსნება.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში