ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ სერია ა-ს 24-ე ტურში „მილანს“ სტუმრად დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა. მატჩის ერთადერთი გოლი 25-ე წუთზე რაფაელ ლეაოს პასით ტეო ერნანდესმა გაიტანა.
„ნაპოლი“ სერია ა-ში 24 ტურის შემდეგ 35 ქულით მეცხრე ადგილზე იმყოფება.
მომდევნო მატჩს იტალიის მოქმედი ჩემპიონები 17 თებერვალს სახლში ჯენოასთან გამართავენ.