რესპუბლიკური საავადმყოფოს მედიკოსების პროტესტი 

11 თებერვალი 2024, 15:01 428 ნახვა

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების ნაწილი საავადმყოფოსთან აქციას მართავს. ისინი ირაკლი კობახიძეს ღია წერილით მიმართავენ, რომელსაც აქციის მონაწილეები ხელს მოაწერენ. წერილის მთავარი მოთხოვნა იქნება, რომ ირაკლი კობახიძე დაწვრილებით გაეცნოს მათ პრობლემას. ასევე, შეჩერდეს ნაჩქარევი, დაუსაბუთებელი სამთავრობო ბრძანება.

ცნობისთვის, დღეს ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებზე კომპენსაციების გაცემა დაიწყო.

კლინიკის 250-მდე თანამშრომელმა, სამინისტროს მიერ შეთავაზებული, საკომპენსაციო პაკეტი უკვე აირჩია და შესაბამისი შეთანხმებით დაადასტურა.

ამასთან, სამინისტრო განმარტავს, რომ პარალელურად, აქტიურად გრძელდება შენობის ფასადის დემონტაჟი, რომელიც სამხარაულის დასკვნის მიხედვით, მწვავე ავარიულია და გადაუდებლად დემონტაჟს ექვემდებარება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი