ირაკლი კობახიძე ქედაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნო

10 თებერვალი 2024, 17:01 676 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნო.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერი გარდაცვლილი პოლიციელის, თემურ ბარამიძის ოჯახში მივიდა და ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

ირაკლი კობახიძესთან ერთად ქედის მუნიციპალიტეტში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი