რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ, კიდევ, ერთი პირი დააკავა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლითაა დაკავებული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას გულისხმობს.
რუსთავში, გუშინ, ოთხი ადამიანი მოკლეს. მკვლელობის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი, მალევე, დააკავა.