ინკლუზიური და მრავალფეროვანი არჩევნები ტექნოლოგიების ეპოქაში. აიფიესის ორგანიზებით 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით ბათუმში კონფერენცია იმართება. საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტი საქართველოში იმყოფება, რომელმაც ოქტომბრის არჩევნებს გაუსვა ხაზი.
კონფერენციაში პარტნიორებთან ერთად ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებიც არიან ჩართულები.
ცესკოს თავმჯდომარის თქმით, 26 ოქტომბერს საქართველოში არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება უბნების 90 პროცესში. დღევანდელი შეხვედრა კი ცნობიერების ამაღლებასა და პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.