მარიამ ბოლქვაძე ბირმინგემის ტურნირის ნახევარფინალში გავიდა. ქართველმა ჩოგბურთელმა მეოთხედფინალში ტურნირზე მეორე ნომრად განთესილი ხორვატი ანტონია რუჟიჩი სამ სეტში 6:7, 6:0, 6:1 დაამარცხა.
ტურნირის ნახევარფინალში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე 19 წლის ჩეხი ბარბორა პალიცოვა იქნება.
მარიამი მას იანვარში შეხვდა სანდერლენდის ტურნირზე და იოლად, ორ სეტში მოუგო.