ღამით რუსეთი უკრაინას 16 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 10-ის ჩამოგდება შეძლეს, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალები ავრცელებენ.
რუსეთმა სარაკეტო იერიში განახორციელა მიკოლაევის, ხერსონისა და ხარკოვის მიმართულებით.
ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ოლეგ სინეგუბოვის თქმით, ხარკოვის რეგიონში ცეცხლი გაუჩნდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, რის შედეგადაც დაშავდა ერთი ადამიანი.
თავდასხმის შედეგად დაზიანდა კერძო საცხოვრებელი კორპუსები და დასასვენებელი კომპლექსის სამსართულიანი შენობა.