აშშ-ის სენატმა ისრაელისა და უკრაინის დახმარების პაკეტზე არსებულ შეთანხმებას მხარი დაუჭირა

09 თებერვალი 2024, 10:06 247 ნახვა

აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა უკრაინასა და ისრაელისთვის 95 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტზე არსებულ შეთანხმებას.

ამერიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის განცხადებით, შტატები იმუშავებს ნებისმიერთან, ვინც უკრაინის არმიას უხელმძღვანელებს. 

კანონპროექტს 60-მა სენატორმა მას შემდეგ დაუჭირა მხარი, რაც რესპუბლიკელებმა უფრო ფართო კანონპროექტი დაბლოკეს, რომელიც საზღვრის უსაფრთხოების გამკაცრებულ ზომებს მოიცავდა.

კანონპროექტით გათვალისწინებული თანხიდან 61 მილიარდი დოლარი უკრაინის მხარდაჭერისთვის, 14 მილიარდი კი, „ჰამასის“ წინააღმდეგ ომში, ისრაელისთვისაა გათვალისწინებული. პროცედურული კენჭისყრის შემდეგ კანონპროექტი სენატის, სულ მცირე, 60 წევრმა არსებითადაც უნდა დაამტკიცოს. კენჭისყრა, სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოს გაიმართება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში