გოგოლის ქუჩაზე უკანონოდ აშენებული კორპუსის უსახლკაროებისთვის გადაცემას ითხოვენ

08 თებერვალი 2024, 18:26 880 ნახვა

საზოგადოებრივი მოძრაობა „ ფუხარას ხმის“- დამფუძნებელი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს განცხადებით მიმართავს და უსახლკარო პირების დახმარებას სთხოვს. საუბარია ბათუმში გოგოლის ქუჩა 11 -ში მდებარე უკანონოდ აშენებულ კორპუსებზე, მერაბ ბლადაძე ამბობს, რომ აჭარაში მცხოვრები უსახლკარო პირები ამ ბინებს გრძელვადიან პერსპექტივაში გამოისყიდიან და იცხოვრებენ თუ კი ამის საშუალება მათ მიეცემათ. შეგახსენებთ, „მეტრო ტერმინალის“ მიერ უნებართვო მშენებლობა დემონტაჟს ექვემდებარება. მოძრაობა ფუხარას ხმის წევრები კი მიიჩნევენ, რომ უკვე აშენებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების დემონტაჟი არასწორია მაშინ, როცა შესაძლებელია უსახლკარო ადამიანების საცხოვრებლით უზრუნველყოფა. მერაბ ბლადაძემ თორნიკე რიჟვაძის სახელზე განცხადება უკვე შეიტანა.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი