უცვლელი მოთხოვნებით თამარის დასახლებაში მცხოვრებლები საპროტესტო აქციებს აგრძელებენ .100-მდე ოჯახი ე.წ. ბიტმაშის დასახლებაში , ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე დაგეგმილ მშენებლობას აპროტესტებს. აქციის მონაწილეები აღნიშნულ ტერიტორიაზე სტადიონის და ბავშვთა გასართობი სივრცის მოწყობას ითხოვენ. თამარის დასახლებაში მცხოვრებლები გვიყვებიან, რომ რეკრეაციული სივრცის მოწყობის დაპირება ხელისუფლებისგან არაერთხელ მიიღეს, თუმცა დაპირების მიუხედავად, ტერიტორია გასხვისდა. კომპანია „ნაზილბე „ დასახლებაში მშენებლობას გეგმავს, უკვე დაიწყო კედლის მშენებლობა და დღევანდელი პროტესტიც სამშენებლო სამუშაოების დაწყებას მოჰყვა. კომპანია „ნაზილბეში“ განმარტავენ, რომ აღნიშნული ტერიტორია 2021 წელს უპირობო აუქციონით შეიძინეს და ტერიტორიაზე სტადიონის და საბავშვო სივრცის მოწყობის ვალდებულება არ აქვთ,თუმცა კომპანიამ თამარის დასახლებაში ერთი სტადიონი უკვე ააშენა. მათივე მტკიცებით, მოსახლეობას 2000 კვ.მ-დე მიწის ნაკვეთი უსასყიდლოდ გადაეცა.საკითხთან დაკავშირებით ბათუმის მერიისგან კომენტარს ველოდებით.