მარიამ ბოლქვაძე ბირმინგემის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა. ქართველმა ჩოგბურთელმა მეორე წრეში იოლად დაამარცხა შვედი რინალდო პერსონსი 6:1, 6:4. შეხვედრა ერთ საათსა და 18 წუთს გაგრძელდა.
მეოთხედფინალში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე მეორე ნომრად განთესილი ხორვატი ანტონია რუჟიჩი იქნება. ეს მათი მეორე დაპირისპირება იქნება.
შარშან, ნოემბერში ბოლქვაძემ 21 წლის რუჟიჩი ორ სეტში დაამარცხა.