ბაღდათში სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს

08 თებერვალი 2024, 11:05 614 ნახვა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში მაშველებმა მეცხრე ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ში ადასტურებენ.

თვითმხილველები ამბობენ, რომ ბოლო ცხედარი მაშველებმა რამდენიმე წუთის წინ ამოასვენეს.

სტიქიის ზონაში იმყოფებოდა 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, ადგილობრივი ხელისუფლების და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომადგენლები, ასევე, მობილიზებული იყო შესაბამისი ტექნიკა, დრონები, კინოლოგთა ჯგუფი და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა სამუშაოები.

ბაღდათის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გუშინ, გვიან ღამით ჩამოწვა და ოთხი სახლი მოიყოლა. მაშველებმა ერთი ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი