ბაღდათის სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში მაშველებმა კიდევ ორი ცხედარი იპოვეს. სავარაუდოდ არასრულწლოვანი დების.
მეწყერიდან ცხედრების ამოყვანას ადასტურებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
ბაღდათის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა და ოთხი სახლი მოიყოლა. ამ დროისთვის მაშველებმა ერთი ადამიანის გადარჩენა შეძლეს. ნაპოვნია 8 ადამიანის ცხედარი და ერთს ამ დრომდე ეძებენ.