მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი ქართველი კომპოზიტორის ვაჟა აზარაშვილის, გარდაცვალების გამო - თორნიკე რიჟვაძე

07 თებერვალი 2024, 19:19 419 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, კომპოზიტორის, მუსიკოსისა და პედაგოგის, ვაჟა აზარაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, მუსიკოსის და პედაგოგის, ვაჟა აზარაშვილის, გარდაცვალების გამო.

უაღრესად მნიშვნელოვანია ვაჟა აზარაშვილის წვლილი ქართული სამუსიკო ხელოვნების განვითარებაში.

ვუსამძიმრებ ბატონი ვაჟას ოჯახს, კოლეგებს, მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს“,- აღნიშნავს თორნიკე რიჟვაძე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი