ბაღდათის სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. მეწყერიდან მეხუთე ცხედრის ამოყვანას ადასტურებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
მათივე განმარტებით, მიმდინარეობს დაკარგულების ძებნა-შველის ღონისძიებები.
ბაღდათის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა და ოთხი სახლი მოიყოლა. ამ დროისთვის მაშველებმა ერთი ადამიანის გადარჩენა შეძლეს. გრძელდება ოთხი პირის სამძებრო სამუშაოები.