ირაკლი კობახიძე ბაღდათის სოფელ ნერგეეთში მეწყრის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს

07 თებერვალი 2024, 15:54 328 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე ბაღდათის სოფელ ნერგეეთში მეწყრის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.

"გამოვთქვამ სამძიმარს დასავლეთ საქართველოში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს მეგობრებსა და ახლობლებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბაღდათის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა და ოთხი სახლი მოიყოლა. ამ დროისთვის ნაპოვნია ოთხი ცხედარი, მაშველებმა ერთი ადამიანის გადარჩენა შეძლეს. გრძელდება ხუთი პირის სამძებრო სამუშაოები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი