ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში აჭარასა და იმერეთში სტიქიის შედეგად დაღუპულების გამო მწუხარებას გამოთქვამს

07 თებერვალი 2024, 15:31 361 ნახვა

ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში აჭარასა და იმერეთში სტიქიის შედეგად დაღუპულების გამო მწუხარებას გამოთქვამს. შესაბამისი განცხადება სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა.

„ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში სამძიმარს უცხადებს აჭარისა და იმერეთის რეგიონებში მეწყრის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს. ვიმედოვნებთ, რომ სამაშველო ოპერაციის შედეგად დაკარგულებს იპოვიან“, - აღნიშნულია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი