ასურეთთან საჰაერო ბურთი ჩამოვარდა - არიან დაღუპულები

07 თებერვალი 2024, 16:16 699 ნახვა

უბედური შემთხვევა სოფელ ასურეთში. არსებული ინფორმაციით, საჰაერო ბურთი მაღალი ძაბვის ხაზს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.

ადგილზე მეხანძრე-მაშველები და სამართალდამცავები მუშაობენ. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციით, საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის შედეგად, ტელეკომპანია „იმედის“ ოპერატორი მიშო ბიძინაშვილი და ორი მფრინავი დაიღუპა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია მომხდარის გამო უსამძიმრებს კოლეგებსა და დაღუპულთა ოჯახებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი