კიევზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა

07 თებერვალი 2024, 13:12 423 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტი თავის ტელეგრამ-არხზე წერს, რომ ორი ადამიანი დაიღუპა კიევზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად.       

უკრაინის საჰაერო ძალების მონაცემებით, გუშინ  დილით რუსეთმა უკრაინაზე საჰაერო თავდასხმა  64 რაკეტითა და დრონით განახორციელა. უკრაინის არმიის ინფორმაციით, განეიტრალებულია 44 რაკეტა.

კიევში სარაკეტო თავდასხმის დროს  ვიზიტით იმყოფებოდა    ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი ჯოზეფ ბორელი.  მან სოციალურ ქსელ იქს-ში დაწერა, რომ დილა  თავშესაფარში გაატარა და საკუთარი ფოტოც გამოაქვეყნა. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი