ამერიკელმა ჟურნალისტმა ტაკერ კარლსონმა განაცხადა, რომ ის ინტერვიუს აიღებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისგან და მოუწოდა ამერიკელებს დაელოდონ ამ ინტერვიუს, რათა გაიგონ რა დგას 2022 წელს მოსკოვის უკრაინაში შეჭრის უკან. რუსულმა სახელმწიფო ტელეკომპანია რასია 24-მა ოთხშაბათს დილის 9 საათზე საინფორმაციო გამოშვება კარლსონის განცხადებით გახსნა.
„ამერიკელთა უმეტესობას წარმოდგენაც არ აქვს, რატომ შეიჭრა პუტინი უკრაინაში ან რა მიზნები აქვს ახლა მას.
"ჩვენ არ ვართ აქ იმიტომ, რომ გვიყვარს ვლადიმერ პუტინი, ჩვენ არ მოგიწოდებთ დაეთანხმოთ იმას, რაც პუტინმა შეიძლება თქვას ამ ინტერვიუში, მაგრამ მოგიწოდებთ უყუროთ. თქვენ უნდა იცოდეთ რაც შეიძლება მეტი"-განაცხადა ჟურნალისტმა რუსული ტელეარხის ეთერში.