რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ კიევის დაბომბვას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

07 თებერვალი 2024, 14:12 299 ნახვა

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ კიევის დაბომბვას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.

უკრაინული მედიის ცნობით, დაბომბვის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა.

მათივე განცხადებით, რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგების ლიკვიდაცია ჯერ კიდევ გრძელდება და ინფორმაცია ზუსტდება.

ამასთან, როგორც კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციაში აცხადებენ, კიევის მიმართულებით რაკეტები რამდენიმე ეტაპად სხვადასხვა მიმართულებიდან გაუშვეს.

დაბომბვის გამო ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 20 ათასამდე აბონენტი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში