ბაღდათში, სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება - ფოტორეპორტაჟი

07 თებერვალი 2024, 13:57 611 ნახვა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ძებნა-შველის ღონისძიებას უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს.



სტიქიის ზონაში ამ დროისთვის ნაპოვნია ოთხი ცხედარი.




ბოლო მონაცემებით, მაშველებმა ერთი მოქალაქის გადარჩენა შეძლეს. 



გრძელდება ხუთი პირის სამძებრო სამუშაოები.




ბაღდათის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა და ოთხი სახლი მოიყოლა.



 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი