ბათუმში მსუბუქი ავტომობილი ორ ქვეითს დაეჯახა

07 თებერვალი 2024, 10:52 1845 ნახვა

ბათუმში, დღეს დილით ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ორ ქვეითს დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა.

ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილი. სამედიცინო დაწესებულებაში განმარტავენ, რომ დაშავებულებს კიდურები და შიდა ორგანოები აქვთ დაზიანებული, უტარდებათ შესაბმისი კველვები და მკურნალობა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ 276 მუხლით დაიწყო. მძღოლი დაკითხვაზეა გადაყვანილი.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში