უკრაინიდან საქართველოში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი გოჩა ჟვანია და ზურაბ წიკლაური ჩამოასვენეს.
ცხედრებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მათი ოჯახის წევრები, ნათესავები და ახლობლები დახვდნენ.
ზურაბ წიკლაური და გოჩა ჟვანია აღმოსავლეთის ფრონტის წინა ხაზზე იმყოფებოდნენ. ისინი უკრაინაში, ქართული ლეგიონის შემადგენლობაში 2014 წლიდან იბრძოდნენ.
რუსეთ-უკრაინის ომში, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 50-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.