ჯოზეფ ბორელი უკრაინას ეწვია

06 თებერვალი 2024, 20:33 486 ნახვა

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი ჯოზეფ ბორელი კიევში ჩავიდა. ევროპელი დიპლომატის ვიზიტი უკრაინისთვის ევროკავშირის სამხედრო მხარდაჭერის ძლიერი სიგნალია განსაკუთრებით მაშინ, როცა რუსეთ-უკრაინის ომის მეორე წლისთავი ახლოვდება.ბორელის თქმით, კიევში მოლაპარაკებებზე უკრაინის მხარდაჭერაზე იმსჯელებენ როგორც სამხედრო, ისე ფინანსური კუთხით, ასევე ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე კიევის მიერ გატარებულ რეფორმებზე. ევროკავშირმა გასულ კვირას დაამტკიცა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს კრედიტის გამოყოფა, რაც მნიშვნელოვანი სტიმულია კიევისთვის, რომელიც დამოკიდებულია მის დასავლელ მოკავშირეებზე სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერის კუთხით. უკრაინის არმია საბრძოლო მასალისა და საარტილერიო ჭურვების მწვავე დეფიციტს განიცდის მაშინ, როცა რუსულმა ძალებმა ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ რამდენიმე რაიონზე თავდასხმები განაახლეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი