თორნიკე რიჟვაძემ პარლამენტის მიმდინარე სხდომა დატოვა და მაღალმთიან აჭარაში გაემგზავრა - ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
"რთული მეტეოროლოგიური პირობების, დიდთოვლობის შედეგად, მაღალმთიან აჭარაში, რამდენიმე ლოკაციაზე ზვავი ჩამოწვა, საავტომობილო გზაზე განვითარდა მეწყრული პროცესები.
ჩამოწოლილი ზვავის შედეგად ხულოსა და ქედის მუნიციპალიტეტებში გარდაიცვალა 2 ადამიანი.
ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში დაიმეწყრა როგორც ადგილობრივი მნიშვნელობის, ასევე ცენტრალური საავტომობილო გზები. მიმდინარეობს დამეწყრილი ლოკაციების გაწმენდითი სამუშაოები. მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა, სამუშაო პროცესებში ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, რომელიც პარლამენტში პრეზიდენტის მოხსენებას ესწრებოდა, შექმნილი ვითარების გათვალისწინებით სხდომა დატოვა და ბრუნდება რეგიონში ადგილიდან სიტუაციის სამართავად", - ნათქვამია მთავრობისმიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.