კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ფარმაცევტულ ბაზარზე რვა კომპანიის მიმართ მოკვლევა დაიწყო

06 თებერვალი 2024, 12:34 387 ნახვა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ფარმაცევტულ ბაზარზე მოქმედი რვა კომპანიის მიმართ დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო.

სააგენტოს ცნობით, თემა ეხება კონკურენციის შესახებ კანონის მე-6 მუხლის მიხედვით შესყიდვის ან გაყიდვის არასამართლიანი ფასის, ან სხვა არასამართლიანი სავაჭრო პირობების პირდაპირ, ან არაპირდაპირ დადგენას/ფიქსირებას.

„მოკვლევის დაწყების საფუძველს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ 2023 წლის 19 დეკემბერს გასაჯაროებული ინფორმაცია წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც 20 მედიკამენტის (ოფლაბ-ოზი, იორილი 10, ადაზალ ნეო, დოზილაქსი, ზინასენი, ლორნიკუსი, ტრიბუქსი ფორტე, დიოვანი, ჰაიზინი, ფლოქსაზოლი, ეტრიციბი, არიპრადა, პიტავასტატინი ნორმონი, დეპრერამი, ერითრომიცინი, ჰიდროკორტიზონი, ადმირალი, ლუტეინა, ბისეპტოლი, ტრეპარინი) მაღალი (300%-3000%) ფასნამატით რეალიზაცია ხდებოდა.

საკითხის წინასწარი შესწავლის ფარგლებში, შესაბამისი ბაზრის იმპორტის დონეზე, 2020-2023 წლებში სააგენტომ განსახილველი 20 მედიკამენტის იმპორტიორი კომპანიის საბაზრო წილის გამოთვლა განახორციელა. შედეგად, რვა იმპორტიორ კომპანიას, არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით, დომინანტური მდგომარეობა (შესაბამისი ბაზრის 40%-ზე მეტი) 14 მედიკამენტის შემთხვევაში უფიქსირდება:

იმპორტიორი შპს „გლობალ ცბც“, მედიკამენტები – ოფლაბ-ოზი, იორილი 10, ჰაიზინი;

იმპორტიორი შპს „კონცეპტ ფარმა, მედიკამენტი – ფლოქსაზოლი (ტაბლეტი);

იმპორტიორი შპს ნუვეა ფარმაცევტიკალს, მედიკამენტები – ადაზალ ნეო (200 მგ. N2), ადაზალ ნეო, ტაბლეტი, (400 მგ. N1);

იმპორტიორი შპს „ბარდი“, მედიკამენტი – არიპრადა;

იმპორტიორი შპს „რიჩ გრუპი“, მედიკამენტი – ზინასენი N60;

იმპორტიორი შპს „კროკუს ფარმა“, მედიკამენტი – ლორნიკუსი ამპულა N1;

იმპორტიორი შპს „გეა“, მედიკამენტები – ერითრომიცინი, ლუტეინა, ბისეპტოლი ტაბ. 480მგ., ბისეპტოლი ტაბ. 120მგ.;

იმპორტიორი შპს BIH, მედიკამენტი – ტრეპარინი.

მოკვლევის ფარგლებში, სააგენტო განახორციელებს – მოპასუხე კომპანიების დომინანტური მდგომარეობის და მაღალი ფასნამატის, როგორც არასამართლიანად მაღალი ფასის შეფასებას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი