თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონია იტალიური სერია ა-ს მე-19 ტურში ტრევიზოს ესტუმრა და მეტოქე 39-ქულიანი სხვაობით 100:61 დაამარცხა.
ქართველმა კალათბურთელმა თამაში სასტარტოში დაიწყო და 11 ქულაც დააგროვა.
ვირტუსი სერია ა-ში მეორე ადგილს ინარჩუნებს. შენგელიას გუნდი შემდეგ მატჩს უკვე ევროლიგაზე, მონაკოს წინააღმდეგ ჩაატარებს.