მხარდაჭერა ონკოპაციენტებს - აქცია პარლამენტთან

04 თებერვალი 2024, 18:01 430 ნახვა

ერთად გადავრჩინოთ სიცოცხლე!  მხარდაჭერა ონკოპაციენტებს!   ამ და სხვა ბანერებით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია გაიმართა.

მოქალაქეები სახელმწიფოსგან ონკოპაციენტებისთვის არსებული 25 000 ლარიანი ლიმიტის მოხსნას და პაციენტების საჭიროებიდან გამომდინარე  ინდივიდულურ მიდგომას მოითხოვენ, მოთხოვნათა შორის არის ყველა სერვისზე ხელმისაწვდომობა და დიაგნოსტიკის სრული დაფინასება.

მოქალაქეები მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში გაჩერებას არ აპირებენ, მათ მომდევნო აქცია 6 თებერვალს დააანონსეს.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი